უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.
„რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, უნდა გავიდნენ უკრაინიდან და არ დაელოდონ, ვიდრე ბევრი ხალხი მოკვდება და ძალით გავაგდებთ.
...ვფიქრობ, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოვახდენთ". აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის შეფასებით, დღეს ამას უკრაინის პარტნიორები ხედავენ. და უკვე ის ქვეყნებიც, რომლებიც სკეპტიკოსებო იყვნენ, მაგალითად გერმანია.
"კანცლერი შოლცი, ღიად ამბობს: ვთვლი, რომ რუსეთთან არაფერია სალაპარაკო, სანამ ის ტერიტორიებს არ დატოვებს“. ყურადღება მიაქციეთ, უკრაინა მოახდენს დეოკუპაციას კი არა, არამედ, ვიდრე რუსეთი არ გავა, ვინაიდან ამაში ჩემთვის ლოგიკა არის.
ჩემთან საუბარი და ცივილიზებულ სამყაროსთან საუბარი თუ გინდა, მაშინ არ უნდა ელოდო, ვიდრე ძალით გაგაგდებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე რუსული საზოგადოებაც ხვდება, რომ „მათი შიდა აფეთქება, მხოლოდ დროის საკითხია“.